Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ უპასუხოდ არ დარჩება მისი ტანკერის შეპყრობა ბრიტანეთის მიერ


ირანის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაღერი აცხადებს, რომ თეირანი უპასუხოდ არ დატოვებს ბრიტანეთის სამეფო-საზღვაო ძალების მიერ ირანული ნავთობის ტანკერის შეპყრობა გირბალტართან. „როცა საჭირო გახდება თეირანი შესაბამის პასუხს გასცემს შეთითხნილ მიზეზით ირანის სანავთობო ტანკერის შეპყრობას“, - მოჰყავს ირანელი გენერლის სიტყვები ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმს“.

მანამდე, ირანის გავლენიანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა“ კორპუსის ერთ-ერთი ლიდერმა მოსხენ რევზაიმ განაცხადა, რომ ირანმა ხელთ უნდა იგდოს ბრიტანული ტანკერი, თუ დიდი ბრიტანეთი არ გაათავისუფლებს გიბრალტარის მიმდებარე ტერიტორიულ წყლებში შეპყრობილ ირანულ ტანკერს.

4 ივლისს ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის დანაყოფმა გიბრალტარში დააკავა ტანკერი „Grace 1“, რომელსაც, ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“.

ეს დაკავება მოხდა აშშ-ის თხოვნით. იუწყებიან, რომ ტანკერს გადაჰქონდა 300 ათასამდე ტონა ნავთობი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისათვის.

XS
SM
MD
LG