Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარიასთან ერთად 20 ივნისს პარლამენტში არ ყოფილა საფრანგეთის ელჩი


„ვიცი, რომ გერმანიის ელჩი, რომელმაც დამირეკა, პარლამენტში იყო. იმ საღამოს მეგობრებთან ერთად სადილზე ვიყავი, ასე რომ პარლამენტში არ ვყოფილვარ. არც მოწვევა მინახავს. “, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ შეკითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა ის გიორგი გახარიასთან ერთად პარლამენტში 20 ივნისის ღამეს.

11 ივლისს, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია TV პირველი პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლას ის პარლამენტის შენობიდან ადევნებდა თვალს და მასთან ერთად იყვნენ სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები.

"უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი. ზოგიერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ... არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას", - ასე უპასუხა შს მინისტრმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თუ საიდან ადევნებდა ის თვალს მოვლენებს.

პარლამენტში არ ყოფილა 20 ივნისს არც ამერიკის ელჩის მოვალეობის შესმრულებელი ელიზაბეთ რუდი და არც საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG