Accessibility links

MDF: გამოვლინდა ანტისაოკუპაციო პროტესტის მოწინააღმდეგე სახელისუფლებო და პრორუსული 39 ტროლი


გამოვლინდა 39 ტროლი, რომელთაგან 32 სახელისუფლებო, ხოლო 7 პრორუსულ და სიძულვილის ჯგუფებს წარმოადგენს - წერია ანგარიშში, რომელიც 15 ივლისს მედიის განვითარების ფონდმა (MDF) გამოაქვეყნა. ანტისაოკუპაციო აქციების სერიაზე - რომლის ერთადერთი დარჩენილი მოთხოვნა შს მინისტრის გადადგომაა - ფეისბუკზე გამოთქმულ რეაქციებს MDF თითქმის ერთი თვის განმავლობაში აკვირდებოდა.

ანგარიშის თანახმად, 32 სახელისუფლებო ტროლიდან 18 სხვის იდენტობას იპარავს, ხოლო 14 საკუთარ იდენტობას მალავს. ისინი ძირითადად იწონებენ ქართული ოცნების მხარდამჭერ და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ შექმნილ ფეისბუკგვერდებს. ანგარიშის მიხედვით, ტროლების დიდი ნაწილი აქტიური, აგრესიული პოსტებით გამოირჩევა, ხოლო რამდენიმე პასიურია და მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერ კომენტარებს ტოვებს ცალკეულ პოსტებზე.

MDF-ის ინფორმაციით, სახელისუფლებო ტროლების სამიზნე რადიო თავისუფლება, ტვ პირველი და რუსთავი 2 იყვნენ.

ჰომოფობია და გეი რევოლუციად მონათლული აქცია

ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობდნენ ლგბტ+ პრაიდის ორგანიზატორები და თემის სხვა ცნობადი წარმომადგენლები. ამის გამო, ანგარიშის თანახმად, სახელისუფლებო და პრორუსული ტროლები ჰომოფობიური მოტივით აქციის დისკრედიტაციას ცდილობდნენ და მიზანმიმართულად უკავშირებდნენ აქციას ლგბტ+ პრაიდს.

აქციების რევოლუციის მცდელობად წარმოჩენა შს მინისტრის მხარდაჭერა

MDF-ის მტკიცებით, სახელისუფლებო ტროლები საპროტესტო აქციებს რევოლუციად და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად წარმოაჩენენ და ამართლებენ აქციის ძალის გამოყენებით დაშლას.

ანგარიშის მიხედვით, გიორგი გახარიას მხარდაჭერამ კიდევ უფრო ორგანიზებული სახე მიიღო 12 ივლისს მინისტრის ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” ინგა გრიგოლიასთან სტუმრობის შემდეგ, როდესაც სახელისუფლებო ტროლები გახარიას წარმატებულ ეთერს და ჟურნალისტის არაპროფესიონალიზმს უსვამდნენ ხაზს. MDF-ის ცნობით, შს მინისტრს მხარს უჭერდნენ პრორუსი ტროლებიც.

რუსეთის მიმართ შიშის დანერგვა

"რუსთავი 2-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტისთვის პირდაპირ ეთერში გინებას სახელისუფლებო და პრორუსული ტროლების მხრიდან შიშების დათესვა მოჰყვა. ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ ჟურნალისტის ქმედება რუსეთის პროვოცირებას ახდენდა, როგორც საომარი მოქმედებების, ასევე ეკონომიკური სანქციების მხრივ", - წერია ანგარიშში. MDF-ის ცნობით, ისმოდა მოწოდებები, რომ ვლადიმერ პუტინის გინების გამო, შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რეაგირება მოეხდინათ.

რადიო თავისუფლებისა და სხვა მედიების წინააღმდეგ

ანგარიშის მიხედვით, სახელისუფლებო ტროლების სამიზნე რუსთავი 2-ის გარდა რადიო თავისუფლება და ტვ პირველი იყო.

შუღლის გაღვივება

MDF-ის მტკციებით, პრორუსული ტროლები შუღლის გაღვივებას ეთნიკური და რელიგიური ნიშნით ცდილობდნენ: ანტი-საოკუპაციო აქციებს უკავშირებდნენ მუსლიმებს/სომხეთის მოქალაქეებს და გამოყოფდნენ პოტენციურ ტურისტებს წარმომავლობის ნიშნით. ანგარიშის მიხედვით, ტროლებს აქციის მოთხოვნებიდან ყურადღება გადაჰქონდათ ქსენოფობიური გზავნილით, თითქოს ბათუმი თურქეთად გადაიქცა და თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიებს იტაცებენ.

ანტი-დასავლური გზავნილები

ანგარიშის თანახმად, აქციების მონაწილეების თუ პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის გარდა, პრო-რუსული ტროლები ანტი-დასავლურ გზავნილებს ავრცელებდნენ, მაგალითად: კონსპირაციებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ; თითქოს საქართველოში პროცესებს ამერიკის საელჩო აკონტროლებს; აღვივებდნენ უნდობლობასა და ნიჰილიზმს დასავლური ისნტიტუტების მიმართ.

MDF-ის მიერ გამოვლენილი სახელისუფლებო ტროლები:

  1. Liza Iluridze - ​იყენებს Vkontakte-ს მომხმარებელ Anastasia Morozova-ს ფოტოებს
  2. ლევან ნაკაშიძე - ​იყენებს ფეისბუკ მომხმარებელ Вася Рогожинський-ის ფოტოებს
  3. Giga Mesxi - ​იყენებს Vkontakte-ს მომხმარებელ Арсен Арутюнов​-ის ფოტოებს
  4. გიორგი ლომაია - ​იყენებს უკრაინელი მოდელის, იგორ კოვალის ფოტოებს
  5. Eka Tlashadze - ​იყენებს ფეისბუკ მომხმარებელ Irma Burnatseva-ს ფოტოებს
  6. Mari Shengelia - ​იყენებს ინდოელი მსახიობის, Anushka Sharma​-ს ფოტოებს
  7. Nini Gogiberidze - ​იყენებს ამერიკელი მოდელის, ალექსანდრია მორგანი​ს ფოტოებს
  8. Davit Kharebava - ​იყენებს Vkontakte-ს მომხმარებელ Vitya Zorin-ის ფოტოებს
  9. Giorgi Jikia - ​იყენებს ამერიკელი მსახიობის, კრის ევანსი​ს ფოტოებს
  10. იკა დიასამიძე - ​იყენებს ფეისბუკ მომხმარებელ Mustafa Fawzy​-ის ფოტოებს
  11. Kato Saluqvadze - ​იყენებს უკრაინელი მომღერლის, რუსლანას ფოტო​ებს
  12. Rezo Oqropiridze - ​იყენებს Vkontakte-ს მომხმარებელ ვიაჩესლავ დანჩი​ს ფოტოებს
  13. Ani Kipiani - ​ამერიკული ბენდის Best Coast-ის წევრის, Bethany Cosentino​-ის ფოტოებს
  14. Lamara Gamcemlidze - ​იყენებს Vkontakte-ს მომხმარებელ ოკსანა მასლიუკი​ს ფოტოებს
  15. Levan Lkhinadze - ​იყენებს Vkontakte-ს მომხმარებელ მარატ გრიგორიანი​ს ფოტოებს
  16. Merab Kakabadze - ​იყენებს იტალიელი მსახიობის, Giulio Berrut​-ის ფოტოებს
  17. Zura Kakablishvili - იყენებს ფეისბუკ მომხმარებელ Orxan Mirzayev-ის ფოტოებს​
  18. Mia Feru - ​იყენებს Vkontakte-ს მომხმარებელ Darya Zulevich-ის ფოტოებს
  19. ნინელი ადამია - ​აქვს სამი სრულიად განსხვავებული პროფილი​
  20. სალო ტალახაძე - ​აქვს ორი განსხვავებული პროფილი
  21. სანდრა დარჯანია - ​მალავს იდენტობას​
  22. თაკო სანაია - ​მალავს იდენტობას​
  23. ელენიკო დადიანი - ​მალავს იდენტობას​
  24. Mari Kikaleishvili - ​მალავს იდენტობას​
  25. Giorgi Natroshvili - ​მალავს იდენტობას
  26. Ertaozi Jurkvetidan - ​მალავს იდენტობას​
  27. Bom Bora - მალავს იდენტობას
  28. Zurab Nakeur - მალავს იდენტობას
  29. ლემუელ სხვა - იყენებს ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის, უგო ჩავესის ფოტოს
  30. Dato Axvlediani - მალავს იდენტობას, ერთიდაიგივე სახელით და ვიზუალით აქვს 2 ფეისბუკ პროფილი
  31. Ia Jayeli - მალავს იდენტობას
  32. Maka Makrine Tbilisi - იყენებს მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ფოტოს, ანგარიშის ქოვერად შს მინისტრის გიორგი გახარიას ფოტო აქვს განთავსებული

MDF-ის მიერ გამოვლენილი პრორუსული ტროლები:

  1. დაათ ცაბაძე - მალავს იდენტობას​
  2. Ika Irakli​ - მალავს იდენტობას
  3. გიორგი გურჯი გიაური - მალავს იდენტობას
  4. ანდრია ბლუმი - მალავს იდენტობას
  5. Sonam Nguvien - მალავს იდენტობას​
  6. დაჩი ქართველი​ - მალავს იდენტობას
  7. Giorgi Beria ​- მალავს იდენტობას​

MDF წერს, რომ TBC ბანკის, პანკისში განვითარებულ მოვლენებზე და არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის საწინააღმდეგო კამპანიის პროცესში ადრე გამოვლენილი 31 სახელისუფლებო ტროლიდან 15 ივლისის მონაცემებით 29 დეაქტივირებულია ან ხელმისაწვდომი აღარაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG