Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი: ერგნეთში დაკავებულთა საქმე საქართველოს კანონმდებლობით წარიმართება


ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფების მუშაობის ადგილი ერგნეთში
ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფების მუშაობის ადგილი ერგნეთში

საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გამოქცეული, ერგნეთში დაკავებული ორი პირის საქმეზე ყველა პროცედურას მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით წარმართავს - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. რაც შეეხება ოსური მხარის მოთხოვნას დაკავებულთა გადაცემის შესახებ, ირაკლი ანთაძის თქმით, ეს არ არის სერიოზული საკითხი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები სარმატ გაბარაევი და ანდრეი კაბისოვი." ამავე წყაროს ინფორმაციით, გაბარაევი და კაბისოვი ეჭვმიტანილები არიან ოს სამართალდამცავებზე შეიარაღებულ თავდასხმაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით - ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG