Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

OVD-Info: მოსკოვში დაკავებულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა


მოსკოვი, 2019 წლის 27 ივლისი: ოპოზიციის მიტინგი
მოსკოვი, 2019 წლის 27 ივლისი: ოპოზიციის მიტინგი

ორგანიზაცია OVD-Info, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების პრობლემაზე მუშაობს, ახლა აცხადებს, რომ 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული მოსკოვის ცენტრში, ოპოზიციის უსანქციო მიტინგთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებას მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნებისათვის.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტი იუწყება, რომ ხალხს თითქმის ყოველ წუთში აკავებენ. მათ შორის, სავარაუდოდ, არიან შემთხვევითი გამვლელებიც. საინფორმაციო საშუალებების თანახმად, პოლიციელები რაციით იღებენ ინსტრუქციას, რომ დააკავონ ყველა გარდა ჟურნალისტებისა.

ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაურეგისტრირებელი კანდიდატის დაკავების შესახებაც. მათ შორის არიან „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორი ივან ჟდანოვი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი.

მანამდე ჩხრეკა ჩაუტარდა მთელ რიგ ოპოზიციონერებს.

XS
SM
MD
LG