Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსში წელს მეორე დამნაშავეს მიესაჯა სიკვდილით დასჯა


ბელორუსი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 31 ივლისს მორიგ ბრალდებულს მიესაჯა სიკვდილით დასჯა. მინსკის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფ „ვიასნას“ ინფორმაციით, ქალაქ ვიტებსკის სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა ვიქტორ პაულაუს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო ორი მოხუცი ქალის ცემით მკვლელობაში.

გამოძიების თანახმად ბოროტმოქმედმა მოხუცი დების დახოცვის შემდეგ სახლიდან მოიპარა ფული და სასმელი. 50 წლის პაულაუმ სასამართლოზე განაცხადა, რომ წუხს მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო და შეწყალება ითხოვა.

მანამდე, იანვარში, ბელორუსის სასამართლომ სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება გამოიტანა 36 წლის ალექსანდრ ასიპოვიჩის მიმართ მის მიერ 2018 წელს ჩადენილი, ორი ადამიანის მკვლელობისათვის.

მრავალი წლის მანძილზე ევროკავშირი მოუწოდებს ბელორუსს, რათა გამოაცხადოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე.

უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წლიდან მოყოლებული, ბელორუსში სასიკვდილო განაჩენი შეუფარდეს 400 ბრალდებულს. 2019 წლის იანვარსა და ნოემბერში ბელორუსში ორი მსჯავრდებული დასაჯეს სიკვდილით, 2018 წლის მაისში კი ერთბაშად ორი სასიკვდილო განაჩენი იქნა სისრულეში მოყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG