Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ავღანეთიდან ათასობით ჯარისკაცის გაყვანას აპირებს


ამერიკელი ჯარისკაცები ქაბულში
ამერიკელი ჯარისკაცები ქაბულში

აშშ-ი მზადაა გაიყვანოს ავღანეთში მყოფი თავის სამხედრო კონტინგენტის დიდ ნაწილი თუ თალიბანის მხრიდან იქნება გარანტია, რომ დაიწყება პირდაპირი მოლაპარაკებები ქაბულის ხელისუფლებასთან ქვეყანაში მიმდინარე 18 წლიანი ომის დასრულების თაობაზე.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით „ვაშინგტონ პოსტი“ და „სიენენი“ 1 აგვისტოს იუწყებოდნენ, რომ შესაძლოა 8-9 ათასამდე შემცირდეს ავღანეთში დღეის მონაცემებით არსებული 14 ათასკაციანი ამერიკული შეიარაღებული ძალა, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია.

დღემდე თალიბანი უარს ამბობს პირდაპირ დიალოგზე ავღანეთის მთავრობასთან, რომელსაც უწოდებს „მარიონეტულ რეჟიმს.“

კიდევ ერთ პირობას წარმოადგენს ავღანეთში აშშ-ის საელჩოს პერსონალისა და სამხედრო ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის შემცირება.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში აშშ-ის სპეციალურმა წარგზავნილმა ავღანეთის საკითხებში, ზალმაი ხალილზადმა აღნიშნა, რომ სრულყოფილი სამშვიდობო შეთანხმება 4 ძირითად საკითხს უკავშირდება: უცხოეთის ჯარების გაყვანას, თალიბანის მხრიდან გარანტია, რომ შეწყდება ტერაქტები, ინტერავღანური დიალოგი პოლიტიკური მოწესრიგებისათვის და ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა. ვითარების დელიკატურობიდან გამომდინარე ხალილზადამ აღნიშნა, რომ „არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG