64 ადამიანი დაიღუპა ტანზანიაში 10 აგვისტოს სანავთობე ტანკერის გადაბრუნებისა და აფეთქების შედეგად მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მცხოვრებლები შეეცადნენ ტანკერიდან ბენზინის ამოღებას,
იუწყებიან, რომ დაშავებულია კიდევ 68 კაცი. შემთხვევა დედაქალაქ დარ-ეს-სალამიდან 200 კილომეტრის დაშორებით მოხდა.
გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ჩანს დამწვარი სხეულები, მოტოციკლების და სხვა სატრანსპორტო საშუალებათა ნამსხვრევები
„მოროგორის რეგიონს არასოდეს განუცდია ამ მასშტაბის კატასტროფა“, - აღნიშნა რეგიონის გუბერნატორმა სტივენ კებვემ.
მისი თქმით, აფეთქება მოჰყვა ერთ-ერთი პირის მცდელობას გადაბრუნებული სატვირთოს ძრავიდან ამოეღო აკუმულატორი
ქვეყნის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ტრაგედიის გამო და მოუწოდა ტანზანიელებს, რათა მსგავს სიტუაციაში აღარ შეეცადონ საწვავის შეგროვებას.