Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიუბოვ სობოლი გაათავისუფლეს 9 საათიანი დაკავების შემდეგ


ლიუბოვ სობოლი
ლიუბოვ სობოლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის იურისტი, ლიუბოვ სობოლმა, რომელიც პოლიციამ წინა დღით დააკავა საკუთარ ოფისში, ცხრასაათიანი დაკავების შემდეგ პოლიციის ნაწილი დატოვა ვალდებულებით გამოცხადდეს სასამართლოში. ამის შესახებ ცნობა სობოლმა ტვიტერით გაავრცელა.

„რუსეთი უნდა იყოს თავისუფალი და ბედნიერი, და არ იხრჩობოდეს შიშსა და განუკითხაობაში“, - წერს სობოლი.

10 აგვისტოს ლიუბოვ სობოლის შტაბში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, ცნობილი იურისტს ჩამოართვეს ტელეფონი და ნოუტბუკი.

სანქცირებული მიტინგის დაწყებამდე პოლიციამ ლიუბოვ სობოლს განუცხადა, რომ მას აკავებდნენ აქციის ორგანიზატორების საჩივრის გამო. თითქოს მათ პოლიციას აცნობეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის იურისტის განზრახვაზე მოეწყო პროვოკაცია აქციის დროს.

სულ მთელი რუსეთის მასშტაბით 10 აგვისტოს სოლიდარობის დღეზე სამართალდამცველებმა 350 კაცი დააკავეს.

XS
SM
MD
LG