Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონმდებელთა ორპარტიული ჯგუფი ეწინააღმდეგება თეთრი სახლის გეგმას საერთაშორისო დახმარების გაყინვის თაობაზე


USAID-ის მიერ დაფინანსებული მცირე ფერმერული საწარმო ყირგიზეთში
USAID-ის მიერ დაფინანსებული მცირე ფერმერული საწარმო ყირგიზეთში

რესპუბლიკელი და დემოკრატმა კანონმდებლები ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგენენ თეთრი სახლის გეგმას, რასაც ოპონენტები მიიჩნევენ საფრთხედ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საერთაშირისო დახმარების მკვეთრი შემცირება განკუთვნილი ჯანმრთელობის დაცვის, სამშვიდობო საქმიანობის, ნარკოტიკების კონტროლისა და სხვა პროგრამების დასაფინანსებლად.

თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის ოფისს (OMB) ორთავე პარტიის წამყვანმა წევრებმა 9 აგვისტოს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც გამოთქმულია „ღრმა შეშფოთება“ ოფისის ინსტრუქციის გამო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საააგენტოს (USAID) მოუწოდებს გაყინოს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი, ვიდრე არ იქნება შემოწმებული ნებისმიერი თანხა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დახარჯული.

ოპონენტები მიიჩნევენ, რომ გაყინვა არის საერთაშორისო დახმარების შემცირებისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი.

„ამ თანხებს, რომელიც ხანგრძლივი ორპარტიული მოლაპარაკებების შემდეგო გამოყო კონგრესმა და დაამტკიცა პრეზიდენტმა,დიდი მნიშვნელობა ენიჭება აშშ-ის გლობალური ლიდერობის მხარდაჭერისა და ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვის საქმეში“, - ნათქვამია ამერიკელ კანონმდებელთა წერილში.

საერთაშორისო დახმარების გაყინვა ზეგავლენას მოახდენს 10 საბანკო ანგარიშს, რომელსაც USAID-ი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აკონტროლებენ, განუცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა რადიო თავისუფლებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაყინა საერთაშორისო დახმარების პროგრამა, ვიდრე თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის ოფისი (OMB) არ შეამოწმებს ნებისმიერ იმ თანხას, რომელიც არ დახარჯულა.

თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის ოფისმა (OMB) 3 აგვისტოს შეკითხვა გაუგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, რომელთაგან ელოდება ინფორმაციის მიღებას, თუ რა თანხაა დარჩენილი ზემოხსენებულ ანგარიშებზე და როგორ გეგმავენ ეს უწყებები ამ თანხის ათვისებას.

XS
SM
MD
LG