თბილისის ოლიმპიურ აუზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ანგარიშზე თითო მოგება და წაგებაა. ქართველმა ჭაბუკებმა, პირველ ტურში რუმინელ თანატოლებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დღეს ჩერნოგორიასთან წააგეს - 5:9.
სოსო მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი B ჯგუფში გამოდის და ერთადერთი თამაში დარჩა გასამართი, საბერძნეთთან, რომელიც ორი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერია. საქართველოსა და საბერძნეთის 17-წლამდელთა ნაკრებების მატჩი 13 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი 18 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის ასაკობრივი ნაკრები იღებს.