Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"TV პირველზე" კიბერშეტევა განხორციელდა


ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, დღეს დილით, არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება.

ტელეკომპანიის მიერ დილის 11 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, „შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა "საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები.“

განახლება: ამ დროისთვის ტელეკომპანია „პირველის“ ტექნიკური ჯგუფი მუშაობს კიბერშეტევის დიაგნოსტიკისა და შეფასების მიზნით - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა აბურჯანიძემ. მისი ინფორმაციით, კიბერშეტევის გამო ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში მუშაობას ვერ ახერხებს და მხოლოდ ფილმებს უშვებენ, რათა ეთერი მთლიანად გათიშული არ იყოს.

„კიბერშეტევა გამთენიისას დაიწყო, ძალიან ძლიერი ვირუსის სახით მოედო მთელ სერვერს. ამ წუთისთვის ყველაფერი გათიშული გვაქვს და ვცდილობთ აღმოფხვრას“ - გვითხრა დღის 12 საათისთვის ნანა აბურჯანიძემ.

მისი ინფორმაციით, კიბერშეტევის შესახებ შეატყობინეს შსს-ს და საგამოძიებო ჯგუფს ელოდებიან.

ნანა აბურჯანიძის თქმით, ტელეკომპანიაში შარშანაც იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი კომპიუტერიდან ვირუსი გავრცელდა, თუმცა, მაშინ ამ ფაქტისთვის კიბერშეტევის კვალიფიკაცია არ მიუციათ.

XS
SM
MD
LG