უეფას სუპერთასის მატჩს, რომელსაც 14 აგვისტოს სტამბოლი მასპინძლობს, პირველად უმსაჯებენ ქალი არბიტრები, მთავარი მსაჯის, ფრანგი სტეფანი ფრაპარის მეთაურობით.
"დოიჩე ველეს" ცნობით, ისევე როგორც ქალთა შორის მსოფლიო ამასწინანდელი ჩემპიონატის ფინალის დროს, ამჯერადაც ფრაპარის თანაშემწეები იქნებიან ფრანგი მანუელა ნიკოლოზი და ირლანდიელი მიშელ ო'ნილი.
უეფას სუპერთასის მატჩში კი სტამბულში ერთმანეთს ხვდებიან ინგლისური კლუბები - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ლივერპული" და ევროპის ლიგის ჩემპიონი "ჩელსი" .
ორივე გუნდის მწვრთნელები მიესალმენენ მთავრ მსაჯად 35 წლის ფრანგი სტეფანი ფრაპარის დანიშნვას.