Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გმობს ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების მოწინააღმდეგე სამი ქალის დაპატიმრებას


ჰიჯაბის საწინააღმდეგო მოძრაობა ირანში
ჰიჯაბის საწინააღმდეგო მოძრაობა ირანში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო სამი ირანელი ქალის, მათ შორის დედა-შვილის, მიმართ გამოტანილ მკაცრ სასჯელს - 55 წლიანი პატიმრობას განსასჯელების მიერ ჰიჯაბის ტარების სავალდებულო წესების უგულებელყოფისათვის.

„ჩვენ ვგმობთ ირანის რეჟიმს ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონის მიმართ გამოთქმული პროტესტისათვის იასამა არიანის, მონირე არაბშაჰისა და მოიგან კეშავარზის მიმართ 55-ი წლიანი პატიმრობის შეფარდებას. ყველა ქვეყანამ უნდა დაგმოს ასეთი მძიმე დარღვევა“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მორგან ორტაგუსის მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ სამი ქალის გარდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ირანის რეჟიმმა ჰიჯაბის ტარების უგულებელყოფისათვის ათობით ქალს მიუსაჯა პატიმრობა.

ნიუ-იორკში მდებარე უფლებადამცველი ორგანიზაციის „ჰიუმან რაითს უოჩის“ ცნობით, 23 წლის არიანი, მისი დედა არაბშაჰი და კეშავარზი, რომელსაც 9 წლის ქალიშვილის თეირანში დააპატიმრეს დაახლოებით აპრილში, ხოლო გასულ თვეში პატიმრობა მიუსაჯეს.

მათი დაპატიმრების მიზეზი გახდა გავრცელებული ვიდეო, რომელზეც ქალები, რომლებსაც ჰიჯაბი არ ახურავს, ყვავილებს არიგებენ 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს.

„დადგება დრო, როდესაც ჩვენ აღარ მოგვიწევს ბრძოლა ჩვენი ძირითადი უფლებებისთვის“, - ისმის ვიდეოში არაბშაჰის ხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG