Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა იქნება პუტინ-მაკრონის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა


მაკრონისა პუტინის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში, 2018 წელი
მაკრონისა პუტინის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში, 2018 წელი

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ პუტინის 19 აგვისტოს შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის, მოელიან, რომ ერთ-ერთი უმთავრესი იქნება კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში და ბოლოდროინდელი სახიფათო ესკალაცია, რასაც რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

მაკრონი, რომელმაც მანამდე 2017 წელს უმასპინძლა პუტინს ვერსალის სასახლეში, ამჯერად რუსეთის პრეზიდენტს ხმელთაშუა ზღვის საკურორტო დაბა ბორმ-ლე-მიმოზაში მიიღებს.

ორი ლიდერის საუბრის თემა იქნება ასევე ირანისა და სირიის გარშემო შექმნილი ვითარება. თვის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონზე დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს და სთხოვა, მოახდინოს გავლენა პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებზე, რათა შეწყდეს შეიარაღებული კონფლიქტი.

მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაწყებულ კონფლიქტში დღემდე 13 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG