საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალების საკითხზე ტელეკომპანია „იმედის“ შეკითხვას საფრანგეთში უპასუხა.
„რატომ შევიწყალე ამას ნამდვილად არ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს არის დისკრეციული უფლება პრეზიდენტის“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი გაკვირვებულია იმით, რომ შეწყალება სალაპარაკო თემა გახდა, მაშინ, როდესაც საფრანგეთში ყოფნისას, მისი თქმით, ბევრი პოზიტიური რამ არის სათქმელი.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, შეწყალების თემაზე თუ დეტალური საუბარი არის საჭირო, ამაზე თბილისში უნდა ისაუბროს.
„დამელოდონ ორი დღე და მიიღონ პასუხები თბილისში“, - თქვა ზურაბიშვილმა.
დევაძის შეწყალების გამო სალომე ზურაბიშვილის მიმართ არაერთი უარყოფითი შეფასება გამოითქვა.