Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაალ უდუმაშვილი: დასახელდეს ვინ გაუწია რეკომენდაცია პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პრეზიდენტისგან განმარტებას ითხოვს პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულის შეწყალების შესახებ.

როგორც ზაალ უდუმაშვლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის არ მიიღებს "ორაზროვან და აბსურდულ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა".

„გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ანტისახელმწიფოებრივ და აღმაშფოთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პირველმა პირმა, უფრო ზუსტად კი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტად დანიშნულმა მიიღო. საქმე ეხება 21 წლის ახალგაზრდა პოლიციელის თარეშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა. გასაგებია, რომ მას დაავალეს ამ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა და ისიც გასაგებია თუ ვინ დაავალა. თუმცა, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დასახელდეს კონკრეტული პირები, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს მკვლელობაში ბრლდებულის შეწყალებას. ესაა შეურაცხყოფა არამხოლოდ მუკბანიანის ოჯახის, არამედ პოლიციელების. როგორ უნდა იგრძნოს რიგითმა მოქალაქემ ამ ქვეყანაში თავი დაცულად, როდესაც თვითონ პოლიციელები არ არიან დაცულები“, -განაცხადა უდუმაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის იყო რამაზ დევაძე, რომელიც პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG