Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 3 სექტემბერს გაირკვევა


მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომებზე გადაწყვეტს, ვის წარადგენს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ.

პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომები 3 სექტემბერს გაიმართება.

რაც შეეხება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრად წარადგენს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, ხოლო მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება, გია ვოლსკიმ თქვა, რომ ასეთი მოსაზრება არსებობს.

"მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს უსაფუძვლო მოსაზრებაა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. საერთოდ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება განცხადება ხვალ. დილას პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შემდეგ უმრავლესობის სხდომაზე იქნება დამატებითი განხილვა. შედეგი ჯერ წინასწარ არ არის არც განსაცხადებელი და არც საფუძველი გვაქვს, რომ ასპროცენტიანი სიზუსტით ყველაფერზე ვილაპარაკოთ. განხილვები მიმდინარეობს და ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი" - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2 სექტემბერს, ფეისბუკით გაავრცელა განცხადება, რომ თანამდებობას ტოვებს.

მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტს 2018 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. ის "ქართული ოცნების" მთავრობაში რიგით მეოთხე პრემიერ-მინისტრი იყო ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG