Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულმა მხარემ ჩამოგდებული დრონი ერგნეთის შეხვედრაზე მტკიცებულების სახით წარადგინა


ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ერგნეთში მიიტანა დრონი, რომლითაც, მათი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოფრენილი დრონი ჩამოაგდეს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ერგნეთში მიიტანა დრონი, რომლითაც, მათი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოფრენილი დრონი ჩამოაგდეს.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჩამოგდებული დრონი მატერიალური მტკიცებულების სახით წარადგინა.

„შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ საშუალება, საკუთარი თვალით ენახათ, რომ მის კორპუსზე არ არის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის არანაირი ნაკვალევი“, - თქვა ირაკლი ანთაძემ.

ანთაძის თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დრონი გადასცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

ერგნეთში ტექნიკური შეხვედრის დასრულებას ჟურნალისტებთან ერთად ელოდებოდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები. მათ ადგილზე სწორედ ის დრონი მიიტანეს, რომელის შეჯახებითაც, მათი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოფრენილი დრონი ჩამოაგდეს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების კომიტეტი ირწმუნებოდა, რომ პირველ სექტემბერს დილით, ქართველმა ძალოვნებმა ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, ე.წ. კვადროკოპტერი, რომლითაც ოსური მხარე სოფელ წნელისთან „სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვრის“ ვიდეო დაკვირვებას აწარმოებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG