Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ბლოგერს ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა ტვიტერზე სამართალდამცველთა შვილების მიმართ მუქარისთვის


ვლადისლავ სინიცა
ვლადისლავ სინიცა

რუს ბლოგერს ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა ტვიტერზე ეროვნული გვარდიის თანამშრომელთა შვილების მიმართ მუქარისთვის.

3 სექტემბერს მოსკოვის სასამართლომ საფინანსო მენეჯერი ვლადისლავ სინიცა დამნაშავედ ცნო სიძულვილისკენ მოწოდებისთვის, რასაც ის მაქს სვეტლოვის სახელით ავრცელებდა ტვიტერზე 31 ივლისს. სასამართლოს თანახმად, მოწოდებები მიმართული იყო იმ სამართალდამცავთა შვილების მისამართით, რომლებიც მონაწილეობდნენ მოსკოვში ოთხი დღით ადრე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლაში.

30 წლის ბლოგერი თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ ტვიტის დაწერისას არ ჰქონია დანაშაულებრივი მიზნები. მისი განაჩენის გამოცხადების შემდეგ სინიცამ ასევე თქვა, რომ ის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

27 ივლისს მოსკოვში ჩატარდა რამდენიმე სანქცირებული და არასანქცირებული დემონსტრაცია, რომელთა მონაწილეები ითხოვდნენ, რომ ოპოზიციისა და დამოუკიდებელ კანდიდატებს მიეცეთ 8 სექტემბრის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.

XS
SM
MD
LG