Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ევროკავშირს აცნობა ბირთვული შეთანხმებიდან კიდევ უფრო დისტანცირების შესახებ


ბუშერის ბირთვული რეაქტორი
ბუშერის ბირთვული რეაქტორი

თეირანმა ევროკავშირს აცნობა, რომ უარი თქვა თავის ბირთვული პროგრამის გარშემო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმებით დაწესებულ ლიმიტზე, რითაც კიდევ უფრო შეამცირა ნაკისრი ვალდებულებები მას შემდეგ, რაც გასულ წელს შეთანხმება დატოვა აშშ-მა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა 6 სექტემბერს წერილი გაუგზავნა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერ ფედერიკა მოგერინის, რომელიც ევროპელი ხელმომწერი ქვეყნების სახელით, ცდილობდა საერთაშორისო შეთანხმების გადარჩენას.

ბირთვული კვლევები და სამუშაოები 2015 წელს შეთანხმებული „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ (JCPOA) უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

ირანის მედიის თანახმად, ქვეყნის ატომური ენერგეტიკის უწყება თეირანის შემდგომი ნაბიჯების შესახებ 7 სექტემბრის პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს. 5 სექტემბერს საფრანგეთმა მოუწოდა ირანს, „თავი შეეკავებინა ნაბიჯებისაგან, რაც ეწინააღმდეგება მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და ხელს შეუშლის დეესკალაციისკენ მიმართულ პროცესს“.

მანამდე ირანმა გააფრთხილა ევროპა, რომ მან ახალი პირობები უნდა წარმოადგინოს 6 სექტემბრამდე, სანამ თეირანი „ძლიერ ნაბიჯს გადადგამს“ 2015 წელს ხელმოწერილი ბირთული შეთანხმებისგან დისტანცირების მიმართულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG