Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოცამდე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შესაძლოა, დაგვიანებით განახლდეს


საქართველოს ოცამდე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყება შესაძლოა, ორი კვირით გადაიდოს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, რომელიც 16 სექტემბერს იწყება, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია 700-მდე სკოლაში განხორციელდა. „სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა, ორი კვირით გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG