Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: რატომ გავხდით ასეთი უიმედოები?


"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თავისი საზოგადოებრივი მოძრაობის - „ლელოს “ პრეზენტაცია ანაკლიის სანაპიროზე გამართა. მისი სიტყვებით, ეს არის ადგილი სადაც ანაკლიის პორტის უზარმაზარი პროექტი უნდა განხორცილებულიყო და ხორციელდება, სადაც უნდა შეიქმნას უამრავი სამუშაო ადგილი, რაც იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია.

„ფუნქცია სამეზობლოში ფუნქცია რეგიონში და მსოფლიო რუკაზე“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ქვეყანამ უნდა შეიტანოს კონტრიბუცია, გზების, ტრანსპორტის და პოლიტიკის მნიშვნელობაში, ანაკლია არის ადგილი საიდანაც უნდა გამტკიცდეს ვექტორი დასავლეთისკენ.

„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ჩვენს საქმიანობას ძალიან წარმატებით ვუძღვებოდით, ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა აბსოლუტურად სხვა რეალობამ. საქართველო დღეს განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებსაც ცალ-ცალკე, სხვადასხვა სფეროებში თქვენნაირად შექმნეს წარმატების ისტორია“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი სიტყვებით საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთ წრეზე ტრიალებს. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, ვერ ვითარდება ეკონომიკურად,კარგავს ინვეტიციებს და კარგავს თავის ხალხს.მამუკა ხაზარაძის განცხადებით საქართველოში უნდა დაბრუნდნენ ემიგრანტები.

„რატომ გავხდით ჩვენ ასეთი უიმედოები, რატომ აღარ გვაქვს სახელმწიფოებრივი გრძნობა იმისა, რომ ამას ყველაფერს ერთად გავარღვევთ და შევქმნით აბსოლუტურად ახალ რეალობას“, განცხადა მან.

მამუკა ხაზარაზის თქმით, დღეს ქვეყანას ემიგრანტები ასაზრდოებენ, ისინი გზავნიან უზარმაზარ თანხას.ეს იმაზე მეტი თანხაა, ვიდრე გარედან შემოსული ინვესტიციები.როდესცა დაიწყება ემიგნანტების დაბრუნება, ეს იქნება ქვეყნის უკეთეოსბისკენ შემობრუნების ნიშანი, გააცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, უახლოეს ხანში მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და ლიდერების პარტია იქნება.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია ივლისში გაავრცელა. მოგვიანებით, აგვისტოში დააზუსტა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა სექტემბერში დაფუძნდებოდა.

ივლისშივე პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრის ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

2019 წლის 20 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით, დააყადაღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში.

ანგარიშების დაყადაღების ფაქტს პროკურატურა უწოდებს „მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღებას“.

26 აგვისტოს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაიხადეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა, 700 000-700 000 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG