Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: შევეშვათ წარსულის კრიტიკას, ვიმოძრაოთ მომავლისკენ


TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის პირად გვერდზე მორიგ განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე. მოძრაობის დაფუძნებას მამუკა ხაზარაძე სექტემბერში აპირებს.

მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მოძრაობის მთავარი მიზანი ღირსეული საქართველოსთვის ბრძოლა და ღირსების დაცვა იქნება. მამუკა ხაზარაძის სიტყვებით “ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება”.

მისი სიტყვებით მცირე ეკონომიკის ქვეყანა, რომელსაც სტრატეგიული მიზნები არ აქვს სწორად ვერ განვითარდება.

“დღეს უნდა გავერთიანდეთ, დავისახოთ კონკრეტული მიზნები ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის, უნდა შევეშვათ წარსულის კრიტიკას და ვიფიქროთ და ვიმოძრაოთ მომავლისკენ;

გავაჯანსაღოთ ეკონომიკა, შევქმნათ სამართლიანი ქვეყანა, შეუქცევადი გავხადოთ დასავლურ ორბიტაზე გადასვლა, შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს და საქართველო კი ღირსეულ ადგილს მსოფლიო რუქაზე!

ქართველებს გვაქვს ამის ნიჭი და ძალა!

მხოლოდ თავისუფალი , ახალგაზრდა, გულანთებული და პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებას შეუძლია ძლიერი ქვეყნის შექმნა!!!

სექტემბრიდან!

ახალი მოძრაობა!

ღირსეული საქართველოსთვის!”- წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის პირად გვერდზე.

XS
SM
MD
LG