Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა მამულაშვილი: საბოლოო გადაწყვეტილება “ლელოში” გაწევრიანებაზე არ მიმიღია


“სულაკაურის გამომცემლობის” დირექტორი თინა მამულაშვილი მითითებულია ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების იმ ჩამონათვალში, რომელიც რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გააცნო.

“შემოთავაზება მივიღე, თუმცა მოფიქრების პროცესში ვარ. შეიძლება დიდი პროექტის დაწყება და საზღვარგარეთ წასვლა მომიწიოს. აქედან გამომდინარე უნდა გადავწყვიტო, რამდენად მომცემს ჩემი გრაფიკი ასეთი ტიპის საქმიანობაში ჩართვის საშუალებას” - ამბობს გამომცემლობის დირექტორი.

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” 12 სექტემბერს, ანაკლიაში “თიბისი” ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააარსეს.

თინა მამულაშვილი ფიქრობს, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა საინტერესო წამოწყებაა, რომლის დახმარებითაც გაჩნდება ქვეყნის განვითარების საინტერესო და ახალი ხედვები, თუმცა დასძენს: “შემდეგ, როგორც ვხვდები, [მოძრაობაში გენერირებული] იდეების საფუძველზე პარტია ჩამოყალიბდება, თუმცა პოლიტიკა ნამდვილად არაა ჩემი საქმე, არანაირი გამოცდილება არ მაქვს”.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ახალ პოლიტიკურ პარტიას 2019 წლის ოქტომბერში შექმნიან. მოძრაობის დაფუძნების დღეს კი ხაზარაძემ თქვა, რომ დაიწყებს ყველა სფეროში 12 ლიდერის ძებნას, რომელიც მის გუნდს შეუერთდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG