Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი ხელმძღვანელობს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ნატოს ურთიერთობები და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ამ პროცესის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მედლინ მუნმა სალომე ზურაბიშვილს გაუზიარა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ყოფნისას მიღებული ემოციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG