Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დაკავებულია 100-ზე მეტი დემონსტრანტი


ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ერლან ტურგიმბაევის თქმით, პოლიციამ სულ მცირე 100 კაცი დააკავა 21 სექტემბერს გამართულ არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის გამო.

ამის შესახებ 23 სექტემბერს, ნურ-სულთანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა მინისტრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ 9 პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება, ექვსი დაჯარიმდა, ხოლო დანარჩენები კი გაათავისუფლეს.

21 სექტემბერს ყაზახეთში აკრძალული ოპოზიციური მოძრაობის აქციები გაიმართა დედაქალაქ ნურ-სულთანსა და უდიდეს ქალაქ ალმა-ატაში, მიუხედავად ხელისუფლების მოქმედებებისა, რომელმაც უსანქციო აქციამდე რამდენიმე აქტივისტი დააპატიმრა.

XS
SM
MD
LG