Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი ეკა ბესელიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გამიზნულ დეზინფორმაციას უწოდებს დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას იმის შესახებ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრებით შანტაჟი ახლაც ხორციელდება. გია ვოლსკის შეფასებით, ეს პოლიტიკურ უზნეობასთან მიახლოვებული ქმედებაა:

„თუ რაიმე ასეთი ინფორმაცია გააჩნია ეკა ბესელიას, აუცილებელია მიაწოდოს ან საზოგადოებას ან სულ მცირე გახადოს ეს ნათელი და ხმამაღლა განაცხადოს ამის თაობაზე. ასე საუბარი, რომ ვიღაცას აშანტაჟებენ, იმდენად არ ახასიათებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხელწერას, რომ მიმაჩნია, რომ აქ უზუსტობას არ აქვს ადგილი, აქ არის გამიზნული დეზინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომელიც ძალიან უახლოვდება პოლიტიკურ უზნეობას.

მან ამასთანავე, ძალიან კარგად იცის ვინ იწერდა პირად ცხოვრებას, ვინ ეხებოდა, ვის აშანტაჟებდა და ვისი ხელწერა იყო. როდესაც ასეთი უსაფუძვლო ბრალდებით გამოდიხარ ხელისუფლების წინააღმდეგ ეს მნიშვნელოვანწილად არის ტოლობის დასმა იმ მწამებელ მმართველობასთან, რომლის წინააღმდეგ თვითონ ეკა ბესელია საკმაოდ აქტიურად იბრძოდა ერთი პერიოდი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში მედიასთან განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე ადამიანზე ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG