Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს მოუსმენენ


დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი. დეპუტატები თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს შოთა გეწაძეს მოუსმენენ.

წინასწარი ინფორმაციით, ოპოზიციას მასთან შეკითხვები ძირითადად წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით ექნება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თანახმად კი დაისმება შეკითხვები, როგორც მის ბიოგრაფიასთან და გეგმებთან, ისე წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საქართველოს პარლამენტში 23 სექტემბერს დაიწყო. დეპუტატებმა შეკითხვები უკვე დაუსვეს 2 კანდიდატს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეებს თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი კენჭისყრით 4 სექტემბერს შეარჩია.

XS
SM
MD
LG