Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული


საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას, გენერალური პროკურატურიდან მიაწოდეს.

"დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება.
ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს",- ნათქვამია პროკურატიურის განცხადებაში., რომლის თანახმადაც, ამ ეტაპზე, საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, პარლამენტის წევრისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შესაძლო ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ.

პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ საგამოძიებო უწყება მოკლებულია შესაძლებლობას, ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, აღკვეთოს დანაშაული, თუ მას ადგილი აქვს და დაიწყოს ბრალდებულ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე ადამიანზე ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG