Accessibility links

site logo site logo

პომპეომ და ლავროვმა განიხილეს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების პრობლემატიკა


ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, 27 სექტემბერს ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. დახურულ კარს მიღმა საუბარი შეეხებოდა ორმხრივ ურთიერთობებს და გლობალურ პრობლემებს, მათ შორის, შეიარაღების კონტროლს.

შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი არ გამართულა.

„მიუხედავად ზოგიერთ სფეროში რუსეთთან დაძაბული ურთიერთობისა, საჭიროა კონსტრუქციული გზების ძებნა წინსვლისთვის, ადრე ჩვენ შეგვეძლო ერთად მუშაობა და შეგვიძლია ამის გაკეთება მომავალშიც“, - დაწერა ტვიტერში მაიკ პომპეომ.

ლავროვის თქმით, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულების (START 3) მოქმედების გაგრძელება და მორატორიუმის გამოცხადება საშუალო სიშორის რაკეტების განთავსებაზე.

ლავროვ-პომპეოს შეხვედრის დროს განიხილეს ასევე სირიისა და ირანის გარშემო შექმნილი ვითარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG