Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ არ უნდა კოლბაში გამოყვანილი ქართველი


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებების შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„რაც შეეხება პრეზიდენტის ინტერვიუს [„მთავარ არხთან“], არ მეგონა, რომ ამის გადათარგმნა მომიწევდა, ან ამაზე ლაპარაკი, მაგრამ თეზისურად რომ გავყოთ, ძალიან მარტივად ვიტყვი რა.

პირველი, რაც მან [მიხეილ სააკაშვილმა] თქვა: საქართველოში დავბრუნდები თუ დაიწყო ჩვენი სამხედროების დაპატიმრება, რაც სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სახელმწიფოს. პრეზიდენტმა თქვა, რომ საკმაოდ სანდო წყაროებიდან მაქვს ინფორმაციაო.

მეორე: როდესაც ასჯერ შეგეკითხებიან, მით უმეტეს, ადამიანებზე, რომლებიც 2 წელიწადი თავს ლაფს გასხამენ და უშვერი სიტყვებით მოგიხსენიებენ - ერთი გვარი ახსენა. არ ვაპირებ პერსონების შესახებ ლაპარაკს. მან თქვა, რომ ჩვენში განსხვავება არის ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია, რომ მას არ უნდა კოლბაში გამოყვანილი ქართველი. ძალიან მოსწონს დღევანდელი ქართველი და უნდა, რომ ამ ქართველს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების უფლებები.

მესამე: საერთოდ მოვეშვათ თბილისის ქვიშის ორმოში თამაშებს, იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო, მოქალაქე არის გაუსაძლის პირობებში“, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ფუნდამენტური განსხვავებებია“ მასსა და „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიას შორის. ყოფილ თანამოაზრეს სააკაშვილმა უწოდა „ანტიქრისტიანი", რომელსაც ყოველთვის „ცინიკური დამოკიდებულება“ ჰქონდა ქართული ტრადიციების მიმართ.

„მე, ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით, ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვინც რა არ უნდა თქვას, ეს ესეა, ვატარებ ჯვარს... ბოკერიამ, ამ ადამიანმა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი მაქსიმალური დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული, ქრისტიანული ფასეულობებისაგან. და ეს არის რეალობა“, - თქვა სააკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG