Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგრელიშვილი: ჩემ ნაცვლად ჩემს ცოლს უსმენდნენ, შესაბამისად, კრიმინალური ვერაფერი აღმოაჩინეს


„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც პოლიციაში იყო დაბარებული, ამბობს, რომ მის ნაცვლად ფარულად მის ცოლს უსმენდნენ.

„სასაცილო ის არის, რომ თურმე ჩემს ცოლს უსმენდნენ. უსმენდნენ ჩემი ცოლის ნომერს, შესაბამისად, იქ ვერაფერი კრიმინალური ვერ აღმოაჩინეს“, - თქვა პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პარტია „გირჩის“ მოქმედი და ყოფილი წევრები 2018 წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული კანაფის ფესტივალის საქმეზე 2019 წლის 2 ოქტომბერს პოლიციაში იმყოფებოდნენ.

„გირჩის“ ვებგვერდის ცნობით, გამომძიებელთან შეხვედრის შემდეგ ტორესა მოსიმ თქვა, რომ საუბრის ჩანაწერებში ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი საგანგაშო და დანაშაულებრივი, ამიტომ საქმეს ხურავენ.

„მე რაც გავიგე, გვითხრეს, რომ ერთი წელია „კანონიერად“ გვისმენენ. ანუ რეალურად გვითხრეს, რომ ჩვენზე ყველაფერი იციან, მათ შორის პირადი ცხოვრების ნაწილი. ამის სათქმელად დაგვიბარეს. ტლანქად გაგვაფრთხილეს“, - დაწერა „ფეისბუკზე“ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ შსს-ში მისვლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG