Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის ცენტრში მამაკაცი დანით დაესხა თავს პოლიციელებს, ოთხი ადამიანი დაიღუპა


პარიზის ცენტრში, ქალაქის პოლიციის შტაბ-ბინასთან, მამაკაცი დანით დაესხა თავს პოლიციელებს. ოთხი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა პოლიციის პროფკავშირმა. საფრანგეთის მედიის თანახმად, თავდამსხმელი მოკლულია.

როგორც ფრანს პრესის წყარო იტყობინება, თავდამსხმელი თავად იყო პოლიციის თანამშრომელი. ეს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. თავდასხმის მოტივები უცნობია.

პოლიციის შტაბ-ბინა, სადაც მოხდა თავდასხმა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მახლობლად მდებარეობს. რაიონი გადაკეტილია პოლიციელების მიერ, დაიხურა მეტროს სადგური. შემთხვევის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტენერი.

XS
SM
MD
LG