Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი აცხადებს, რომ არ ითანამშრომლებს ტრამპის იმპიჩმენტის გამოძიებასთან


თეთრმა სახლმა დემოკრატების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატას შეატყობინა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია არ მიიღებს მონაწილეობას პალატის მიერ წარმოებულ, იმპიჩმენტის გამოძიებაში.

8 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში ტრამპის მიმართ წარმოებულ გამიძიებას "უკანონოს" უწოდებენ და პროცესს აფასებენ, როგორც "საფუძველს მოკლებულს" და "არაკონსტიტუციურს".

ამ ეტაპამდე ეს თეთრი სახლის ყველაზე მკვეთრი პასუხია გამოძიების მისამართით. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, განაცხადა, რომ ტრამპის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მისი ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლობაზე უარის გამო. "თეთრი სახლი უნდა გავაფრთხილოთ, რომ კვლავ გაგრძელებული მცდელობა, ამერიკელ ხალხს დაუმალონ სიმართლე პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ, განხილული იქნება ობსტრუქციის დამატებით მტკიცებულებად", - თქვა პელოსიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG