დღეს სოხუმში გაიმართა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეული რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია. ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის ფიცი დე ფაქტო მთავრობის შენობის დარბაზში დადო.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრნენ რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების წარმომადგენლები.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდა. გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელსაც ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმა მისცა 47.39%-მა. ე.წ. არჩევნების შედეგები არ აღიარა ხაჯიმბას ოპოზიციამ, რომლის კანდიდატი იყო პარტია „ამცახარის“ ლიდერი ალხას კვიცინია.