Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს


რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს, მათ შორის - ორ პოლიციელს.

მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა პატიმრობის შეფარდებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა. არცერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 5 პირი, მათ შორის, სამინისტროს 2 თანამშრომელი და ერთი ყოფილი სამართალდამცავი.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი გიორგი ასათიანი.

ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები მიხეილ ღუბიანური და დავით მიროტაძე და ყოფილი სამართალდამცველი დიმიტრი დუღაშვილი.

უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია გიორგი გეთაშვილი.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით იძებნება წარსულში ნასამართლევი ზურაბ ჯღარკავა.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ასათიანმა და ზურაბ ჯღარკავამ დავით მუმლაძესთან დაპირისპირების გამო დაგეგმეს მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობა, რაშიც დახმარება გაუწიეს დანარჩენმა ბრალდებულებმა.

პირველ ოქტომბერს გაუჩინარებული დავით მუმლაძის ცხედარი 5 ოქტომბერს, მდინარე მტკვარმა რუსთავში გამორიყა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG