Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარსალია: ტრადიციულად, როცა დევნილთა დაბრუნების საკითხი დგება, ისინი ტოვებენ მოლაპარაკებას


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიის 49-ე რაუნდის შესახებ საუბრობს.

„მორიგი რაუნდის წინ არ იყო მოლოდინები, რომ რამე გარღვევა მოხდებოდა, სამწუხაროდ, ასეც მოხდა, რამე ფუნდამენტური გარღვევა საკითხებზე არ მომხდარა, საკითხები თავად არის საკმაოდ რთული. ერთი, რაც შეიძლება, ითქვას, ის არის, რომ ყველას ინტერესშია არსებული ვითარების დეესკალაცია, ყველას ინტერესშია, მოხდეს ვითარების თანდათან განმუხტვა და შესაბამისად, ამ მხრივ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. იყო რამდენიმე იდეა თანათავმჯდომარეების მხრიდან, რომლებსაც ჩვენ დავამუშავებთ“, – თქვა დარსალიამ.

როგორც მინისტრის მოადგილემ თქვა, მომდენვო რაუნდისთვის საქართველო საკუთარ პოზიციას წარადგენს.

„ეს ეხებოდა ძირითადად არსებული ვითარების დეესკალაციას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ადრე თუ გვიან გადასასვლელები გაიხსენა, როდის მოხდება ეს, კონკრეტული თარიღის თქმა, სამწუხაროდ შეუძლებელია. ძალის გამოუყენებლობაზე, დევნილთა დაბრუნებაზე ჩვენ უცვლელი რეაქცია გვაქვს. სამწუხაროდ, მოპირისპირე მხრიდან ძალის გამოუყენებლობის საკითხი დიდი ხანია, გაჭედილია და რუსეთის დელეგაცია არ იღებს ამ ვალდებულებას, ცდილობს, თავი აარიდოს მას. რაც შეეხება დევნილთა დაბრუნებას, უკვე შეიძლება ითქვას, ტრადიციულად, როდესაც ეს საკითხი დგება, ისინი ტოვებენ მოლაპარაკებათა მაგიდას“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, მან გრიგორი კარასინი შეცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG