Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა თადუმაძე ამბობს, რომ "დიდოსტატის მარჯვენის" ავტორის არცოდნაზე იხუმრა


შალვა თადუმაძე ამბობს, რომ იხუმრა, როცა კითხვაზე ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა" უპასუხა, არ ვიციო.

"ნებისმიერი თქვენი პასუხი სერიოზულად აღვიქვით. ნება მიბოძეთ, რომ მხოლოდ ერთ პასუხთან დაკავშირებით ვიმედოვნო, რომ ეს ხუმრობა იყო - რაც შეეხებოდა ლიტერატურასთან დაკავშირებით შეკითხვას", - ქართული ოცნების დეპუტატის ბექა ოდიშარიას ამ რეპლიკაზე თადუმაძემ უპასუხა: "ბუნებრივია".

დიდოსტატის მარჯვენის ავტორთან დაკავშირებით კითხვა შალვა თადუმაძეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ დაუსვა.

შალვა თადუმაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - პარლამენტში კითხვებს პასუხობდა 9 ოქტომბერს.

XS
SM
MD
LG