Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ ვიცი" - შალვა თადუმაძის პასუხი კითხვაზე, ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა"?


ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა"? - ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის ამ კითხვაზე შალვა თადუმაძე პასუხობს, რომ არ იცის.

შალვა თადუმაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ წაიკითხა ციტატა, რომელიც, მისი თქმით, შალვა თადუმაძეს ეკუთვნის:

"ახლა ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს: "როგორც ყველა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმშენებელს მარჯვენა მოკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს"... "დიდოსტატის მარჯვენა" ვინ დაწერა?", - იკითხა გოცირიძემ, რაზეც გენერალურმა პროკურორმა უპასუხა - "არ ვიცი".

"ეს არის საადვოკატო საქმიანობის დროს, სასამართლო დარბაზში ნათქვამი რეპლიკა, რომლის საბოლოო წინადადება არის ამოღებული. ეს რეპლიკა დაახლოებით ერთფურცლიანია და იქ მიდის მსჯელობა", - თქვა თადუმაძემ და დაამატა, რომ გულისხმობდა მოსამართლეს, "რომელიც იქცეოდა როგორც ჯალათი".

განახლება: შალვა თადუმაძე ამბობს, რომ "დიდოსტატის მარჯვენის" ავტორის არცოდნაზე იხუმრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG