თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში უთხრეს.
პროკურატურაში ჯერ არ აკონკრეტებენ, რა ტიპის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვენ.
ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. საკრებულოს დეპუტატს ბრალად ედება „მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა".
პროკურატურამ დაზარალებულად ცნო თავად თამთა თოდაძე.