Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა


საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" თანადამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის კიდევ 12 წევრი წარადგინა:

ოქტაი ქაზუმოვი - ფილოლოგი, მთარგმნელი;

ქეთევან ჟვანია-თაისონი - პიროვნული განვითარების ტრენერი, არაფორმალური განათლების სპეციალისტი და ახალგაზრდული მუშაკი;

ანდრო ბიბილეიშვილი - ბიზნესმენი;

ნიკოლოზ კიკვიძე - ეკონომისტი, სამოქალაქო აქტივისტი;

ეთერ გაიაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;

თემურ არაბიძე - ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტი;

ირაკლი აფაქიძე - მსახიობი;

ნინო მგალობლიშვილი - სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი, კულტურის კვლევების დოქტორი;

ნუკრი საჯაია - ბიზნესის მართვის სპეციალისტი;

რამაზ ბლუაშვილი - მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი;

ნინო ყამბეგაშვილი - პიანისტი, ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი;

ირაკლი ქადეიშვილი - მხატვარ-არქიტექტორი;

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ ძალიან ბევრი ადამიანი უერთდება და საზოგადოებრივი მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა ფორმით ყველა მათგანს წარადგენს. ხაზარაძის ინფორმაციით, ეს პროცესი გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობის, „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართა. მოძრაობის პირველი 12 წევრი ხაზარაძემ 18 სექტემბერს წარადგინა.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიის შექმნასაც გეგმავენ.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლები გენერალური პროკურატურის მიერ ბრალდებულნი არიან ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და მათ წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG