ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიცია იძიებს ინციდენტს, რომლის დროსაც ხუთი პირი დაჭრეს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ მანჩესტერში. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლის თქმით, 11 ოქტომბერს ადგილზე ხუთ პაციენტს აღმოუჩინეს დახმარება.
პოლიციის თანახმად, დაკავებულია დაახლოებით 40 წლის ეჭვმიტანილი.
მედიას მოჰყავს თვითმხილველის ნათქვამი, რომ დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს თავს ესხმოდა.
მანჩესტერის ცენტრში, არნდეილის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ინციდენტის სხვა დეტალებზე არ იტყობინებიან.
სავაჭრო ცენტრიდან მოეწყო ხალხის ევაკუაცია. ადგილზეა დიდი რაოდენობის პოლიციელი და სამედიცინო პერსონალი.