Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩუგოშვილი: გვექნება ამბიცია, რომ გავაუმჯობესოთ 49%, რომელიც გვქონდა ბოლო არჩევნებში


„არ ვამბობ, რომ 60%-ს ავიღებთ. არ მგონია, რომ 60%-თან მიახლოებულს ავიღებთ. უბრალოდ გვექნება ამოცანა და ამბიცია, რომ გავაუმჯობესოთ 49%, რომელიც გვქონდა ბოლო არჩევნებში [2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში]. ამის გაუმჯობესება უკვე ნიშნავს უმრავლესობას“, - თქვა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

დეპუტატის თქმით, მოქალაქეების გადასაწყვეტია, რა შედეგი დადგება არჩევნებზე და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებენ სხვადასხვა პარტიები.

„ჩვენ ვიცით, როგორ უნდა წავიყვანოთ ეს პროცესი. ერთი წელი ბევრი რამ გვაქვს ამისთვის გასაკეთებელი. მთელი ეს ზაფხული, შემოდგომა მოსახლეობასთან შეხვედრებზე გავატარეთ. ყველაფერი, რაც მოვისმინეთ აისახება ბიუჯეტში“, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს „პალიტრანიუსის“ ეთერში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელახალი არჩევნების ალბათობის შესახებ ისაუბრა. როგორც კობახიძემ განაცხადა, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა მანდატების 45% მაინც, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა ძალიან გართულდება და შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს. შედეგად, კობახიძის თქმით, შესაძლოა, ხელახალი არჩევნები გახდეს საჭირო.

15 ოქტომბერს კი ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რეალური სურათი, რაც შეიქმნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს 60%-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG