Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ არ დაუშვებს შეტაკებებს სირიის და თურქეთის ჯარებს შორის


რუსეთი აცხადებს, რომ არ დაუშვებს შეტაკებებს თურქეთის და სირიის ძალებს შორის, იმ ფონზე, როცა თურქეთი იერიშს ახორციელებს ქურთთა ძალების წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში.

ამგვარი კონფრონტაცია "უბრალოდ მიუღებელი" იქნებაო, განაცხადა სირიაში კრემლის საგანგებო წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლავრენტიევმა 15 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას და დასძინა: "ჩვენ ამას არ დავუშვებთ". ლავრენტიევის განცხადებით, თურქეთის და სირიის ოფიციალურ პირებს ერთმანეთთან კავშირი აქვთ საიმისოდ, რომ ნებისმიერი შეტაკება თავიდან იქნეს აცილებული.

პარალელურად, რუსეთის მედიის თანახმად, ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი სამხედროები პატრულირებენ სირიის და თურქეთის ძალებს შორის ფრონტის ხაზზე, ჩრდილოეთის ქალაქ მანბიჯთან, რათა ეს ძალები ერთმანეთისგან განცალკევებულნი დარჩნენ.

რუსეთს, რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, ამ ქვეყანაში ძალები 2015 წლიდან ჰყავს. თურქეთმა გასულ კვირაში დაიწყო შეტევა იმ მიზნით, რომ სასაზღვრო რეგიონიდან უკან დაახევინოს ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედ სირიის დემოკრატიულ ძალებს. თურქეთი ქურთთა ძალებს ტერორისტებად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG