თითქმის 62 ადამიანი მოკლეს ავღანეთში, მეჩეთში, პარასკევის ლოცვისას მოწყობილი აფეთქების შედეგად 18 ოქტომბერს, განაცხადა პროვინციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სოჰრაბ ყადერის თქმით, სულ მცირე, 62 ადამიანი დაიხოცა და ათეულობით დაშავდა მასქა მენას რაიონში, ნანგარჰარის პროვინციაში. არ არის ცხადი, როგორ მოხდა აფეთქება. ერთი ცნობით, მეჩეთს ჭურვი მოხვდა. სხვა ინფორმაციით, მეჩეთში ორი აფეთქება მოხდა და ნანგრევებმა მოიყოლა ქვეშ მლოცველები.
ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა, ათაულა ხოგიანიმ განაცადა, რომ მეჩეთის ჭერი ჩამოინგრა აფეთქების შედეგად. ადგილობრივი საავადმყოფოს დირექტორმა, ზარღონ შაჰმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა მოკლულთა რიცხვი. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის არავის უკისრია.
მეჩეთი მდებარეობს ჰასქა მინას რაიონში, ჯალალაბადიდან 50 კილომეტრში.
რეგიონში აქტიურობენ ისლამისტი ექსტრემისტები, თალიბანი და „ისლამური სახელმწიფო“. თალიბანმა მომხდარი დაგმო და მას „უდიდესი დანაშაული“ უწოდა.