Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია მიქაუტაძეს: ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის მმართველობაზე რა აზრის ხართ?


„საბჭოთა სტალინისტურ, ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის მმართველობაზე რა აზრის ხართ?“, - „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია დაინტერესდა გიორგი მიქაუტაძის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსაზრებით, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, ეს იყო რეპრესიული რეჟიმი, რომლის შედეგებსაც დღემდე იმკის ქვეყანა და დღემდე ხდება კომპენსაციების გაცემა პოლიტიკური რეპრესიებისთვის.

ეს შეკითხვა გიორგი ბოკერიას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისი თქმით, გიორგი მიქაუტაძემ თავი აარიდა სასამართლო სისტემაში არსებული სიტუაციის პოლიტიკურ შეფასებებს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენს.

მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები გიორგი მიქაუტაძეს სასამართლოში არსებული „კლანის“ წარმომადგენლად მიიჩნევენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 11 კანდიდატს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.

XS
SM
MD
LG