Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარეა


დავით ნარმანია
დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე დღეს, 22 ოქტომბერს, კომისიის თავმჯდომარის არჩევნების 21 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა. 21 ოქტომბერს თავმჯდომარის პოსტზე კომისიის ყველა წევრმა მხარი დავით ნარმანიას დაუჭირა. კომისიაში 4 წევრია, მათ შორისაა თავად დავით ნარმანია. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს.

დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს მთავრობის რეკომენდაციით პრეზიდენტმა წარუდგინა.თუმცა, პარლამენტმა 1 ოქტომბერს გადადო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა.

კენჭისყრა მას შემდეგ გადაიდო, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის კონსტიტუციური უფლება არ აქვს და მხოლოდ წევრების წარდგენა შეუძლია.

მაშინ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ „შეცდომა გაიპარა“ და მის გამოსასწორებლად ვადა იყო საჭირო.

პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით ნარმანია 2017 წლის 22 დეკემბერს აირჩია. 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე იგი თბილისის მერის პოსტს იკავებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG