Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალი წაუყენეს არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამას


7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლეს ბრალი წაუყენეს. პროკურატურის თანახმად, მიხეილ დვალიშვილს ბრალი წარედგინა სსკ-ის 11 პრიმა, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

ბრალდებული გორის პოლიციაში ადვოკატთან ერთად იმყოფება. მიხეილ დვალიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ხუთი თვის წინ, მაისში აღიძრა.

გამოძიებით დგინდება, რომ შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული 16 წლის დედა, ორსულობის დროს 15 წლის იყო, მისი ქმარი კი სრულწლოვანი.

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 24 მაისს დაიწყო. სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

26 სექტემბერს, გორის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი დედა დამნაშავედ ცნო შვილის მკვლელობაში და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გორის რაიონულმა სასამართლომ მ.შ. არასრულწლოვან დედას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებულს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG