Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი პროკურორის განცხადებაზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო


დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოქვეყნებულ განცხადებას გენერალური პროკურატურიდან რეაგირება მოჰყვა. უწყების ცნობით, პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საქმეზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

ამ საკითხს 23 ოქტომბერს გამოეხმაურა პრემიერი გიორგი გახარიაც, რომელმაც განაცხადა, რომ „ყველა ის შემთხვევა, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონს ვარღვევთ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული“.

22 ოქტომბერს პროკურორმა სალომე ადეიშვილმა სოციალურ ქსელში საჯარო პოსტი დაწერა, სადაც ჩამოთვლილია ის მიზეზები, რის გამოც იგი იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG